
სერვისები
აუდიტორულ შემოწმებას ახორციელებენ სამეურნეო სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის, საჯარო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, დაბეგვრისა და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობისა და საწესდებო მოთხოვნების უტყუარობის, სისრულის, მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატივებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ობიექტურობის, დამოუკიდებლობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით გთავაზობთ აუდიტორული მომსახურების სრულ სპექტრს. არღიცხვის, დაბეგვრისა და მართვის სფეროში გაწეული კვალიფიციული დახმარება უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს. დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომელსაც ჩაატარებენ ჩვენი პროფესიონალები, საშუალებას მოგცემთ თქვენი ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებული გაანგარიშება შესაბამისობაში მოიყვანოთ მოქმედ კანონმდებლობასთან, ხოლო აუდიტორის დასკვნა ფინანსური ანგარიშგების სისრულისა და უტყუარობის შესახებ წარმოადგენს თქვენი კომპანიის პატიოსნებისა და გამჭირვალობის დასტურს.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტი (სავალდებულო და/ან საინიციატივო)
თემატური
ექსპერტიზა
აქტივების შეფასება (უძრავ-მოძრავი ქონება და არამატერიალური აქტივები)
შიდა კონტროლის პროცედურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დანერგვა
ბუღალტრული აღრიცხვის სისტემისა და შიდა აუდიტის კონტროლის ეფექტურობა
შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაციებისა და ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტების ფორმირება
საბუღალტრო-სააღრიცხვო საქმიანობა
ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემის დანერგვა
საფინანსო - ეკონომიკური ექსპერტიზა
გადახდისუუნარობის (გაკოტრება, რეაბილიტაცია) საქმის წარმოების სამართლებრივი და ეკონომიკური უზრუნველყოფა.
ორგანიზაციულ-მმართველობითი სტრუქტურა და დაგეგმარება
ბიზნესის დაფუძნება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში
საგადასახადო
აუდიტი
კონსულტაციები საგადასახადო საკითხებში
საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტის სრულყოფა
ელექტრონული ანგარიშგების სისტემის დანერგვა
საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობებისა და ფილიალების დაფუძნება და რეგისტრაცია
კომპანიების გაერთიანება, გარდაქმნა (შთანთქმა) და ლიკვიდაცია
