top of page

შეხვედრა ჰოლდინგ „Люди Дела“–ს გენერალურ დირექტორთან



2014 წლის 8 ივლისს ჩვენთან საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის ერთ–ერთი უმსხვილესი აუდიტური და საკონსულტაციო ჰოლდინგ „Люди Дела“–ს გენერალური დირექტორი ბ–ნი ბორის ფედოსიმოვი. აუდიტურ ფირმა შპს „ბაკაშვილი და კომპანიას“ და ჰოლდინგ

„Люди Дела“–ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. აქვე გაცნობებთ, რომ ჰოლდინგი „Люди Дела“ აუდიტურ სფეროში 1993 წლიდან მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებული კომპანიაა. იგი დღესდღეობით რუსეთში მოღვაწე ტოპ ათეულის აუდიტურ ფირმებს შორისაა და ჩვენს კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე:


  • ჩვენი მხარე კისრულობს ვალდებულებას რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ინვესტირების მსურველ ბიზნესმენებს გაუწიოს აუდიტორულ–საკონსულტაციო და სამართლებრივი მომსახურება, ხოლო

  • ჰოლდინგ „Люди Дела“ კისრულობს ვალდებულებას საქართველოდან რუსეთში ინვესტირების მსურველთ გაუწიოს აუდიტორულ–საკონსულტაციო და სამართლებრივი მომსახურება.

bottom of page