საშემფასებლო საქმიანობის შესახებ
- Mar 3, 2023
- 1 min read
საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერთა ინსტიტუტის გადაწყვეტილებით აუდიტორმა ნიკოლოზ ბაკაშვილმა მიიღო უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი №035, მოძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი №035/მ და არამატერიალური აქტივების (ქონების) შემფასებლის სერტიფიკატი №035/ა, რის საფუძველზეც "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონის, მე-11 მუხლის თანახმად, შპს აუდიტორულმა ფირმამ "ბაკაშვილი და კომპანიამ" მიიღო უფლება აწარმოოს საშემფასებლო საქმიანობა.