top of page

I საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით

„თანამედროვე მენეჯმენტის თეორია და პრაქტიკა“


2014 წლის 17-18 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა I საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით – „თანამედროვე მენეჯმენტის თეორია და პრაქტიკა“.


კონფერენცია სიტყვით გახსნა ბ–ნმა ალიოშა ბაკურიძემ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა და პროფესორმა. მომხსენებელთა შორის გახლდათ ბ–ნი ნიკოლოზ ბაკაშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, შპს აუდიტური ფირმის „ბაკაშვილი და კომპანია“ დირექტორი. მან ისაუბრა კომპანიის რენტაბელობის მართვის საკითხებზე. კონფერენციაზე ასევე განხილული იყო მენეჯმენტის თეორიის, სტრატეგიული მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მენეჯმენტის და ორგანიზაციის მენეჯმენტის საკითხები.


bottom of page