ტრენინგი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში06 ივნისი 2018
- Apr 9, 2022
- 1 min read
Updated: Mar 2, 2023

აუდიტორული ფირმა „ბაკაშვილი და კომპანია“-ს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ბაკაშვილი დაესწრო ტრენინგს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, რომელიც ჩატარდა სასტუმრო „რუმს ჰოთელ თბილისში“ 2018 წლის 29 მაისს.
გაცნონობებთ, რომ პროექტი „ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში“ ხორციელდება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორობა კარგი თანამშრომლებისათვის პროგრამის ფარგლებში.
სამუშაო შეხვედრაზე ევროპის საბჭოს ექსპერტის, ბატონი სუგიტ სანის
მონაწილეობით განხილული იქნა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სფეროში არსებული საერთაშორისო რეკომენდაციებითა და ევროკავშირის მე-4 დირექტივით დადგენილი მოთხოვნები, ქართული კანონმდებლობა, მათ შორის ახალი კანონპროექტი, უშუალოდ ბუღალტრებისა და აუდიტორებისათვის განსაზღვრული ვალდებულებები სხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკისა და ქართული პრაქტიკის შესაბამისად.
აღნიშნული შეხვედრის მიზანი: ბუღალტრებისა და აუდიტორებისათვის ცნობიერების ამაღლება.
#bakashviliandco#audit