აუდიტორული ფირმა „ბაკაშვილი და კომპანია“-ს წარმომადგენლები დავესწარით ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 7 მაისის ფასს სტანდარტებისა (IFRS) და მსს ფასს სტანდარტის (IFRS for SMEs) სემინარს.
სემინარი ჩაატარა დარელ სკოტმა, რომელიც გახლავთ ფასს სტანდარტების შემმუშავებელი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) წევრი.
ღონისძიების პარტნიორია მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრი(CFRR).
სემინარზე იყო განხილული აქტუალური და უახლესი საკითხები ფასს სტანდარტებისა (IFRS) და მსს ფასს სტანდარტის (IFRS for SMEs).
Comments