top of page

საქართველოს საგადასახადო კოდექსის ახალი პროექტი




საერთაშორისო სავაჭრო პალატის ოფისში 2014 წლის 3 ივნისს გაიმართა საბჭოს წევრების შეხვედრა. სხდომაზე გაიმართა მსჯელობა რიგ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხად განიხილებოდა საქართველოში მოქმედი „საგადასახადო კოდექსი“. შეხვედრაზე საბჭომ გადაწყვიტა საქართველოს საგადასახადო კოდექსის ახალი პროექტის შემუშავება და აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სამუშაო კომისიის შექმნა, რომლის ხელმძღვანელობაც დაევალა ბ–ნ ნიკოლოზ ბაკაშვილს.

Comments


bottom of page